577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

გიორგი კეკელიძე “ციგრიტის” შესახებ

image
მე თუ მკითხავთ, დღეს ზღაპრების ერა უფროა. ისეთი, მინარევი რეალობის. აი, სიურეალიზმს რომ ეძახიან.
თამარ ნიკურაძე გარდა იმისა, რომ დროს გრძნობს, წერის გამორჩეული კულტურითაცაა დაჯილოდოებული. ეს უნარი დღეს იშვიათი ხილია და მხოლოდ ნიჭს არა – შრომასაც მოითხოვს. ამას მივუმატოთ ნაწარმოების სიუჟეტის აგების ხერხებში გაწაფულობა და თამამად ვიტყვით: თამარი ახალი თაობის საინტერესო მწერალია, ციგრიტი კი ბოლო დროს გამოსულ ტექსტთაგან ერთ–ერთი საყურადღებო ნაწარმოები.
წიგნში მოქმედება ჩვენს დროში ვითარდება. პერსონაჟებიც ჩვეულებრივი, თანამდროვე ბებიები და დედიკოები არიან. არც არაჩვეულებრივი გმირების ნაკლებობაა. მაგალითად: გვიანიკა და წუწური. მათი თავგადასავალი ჯადოსნურ ყოფიერებასა და ბიუროკრატიულ, სამუშაო გასაუბრებებს შორის მერყეობს, ისევე როგორც ყველა ჩვენგანის, უბრალოდ ჩვენ ამ ყოფის ჯადოსნურ ნაწილს არ ან ვერ ვიმჩნევთ. ცხოვრების ყველა ტრაგიკული პასაჟიც ალბათ ესაა, მისი ზღაპრულობის დაუნახავობა – არავის გვყოფნის ამისთვის დრო. ამიტომაც ისეთი წიგნები, როგორიც ,,ციგრიტია’’ შანსს გვაძლევს ის წამი შევაჩეროთ, რომელიც შევამჩნიეთ და ვერ გავაცნობიერეთ (როგორც ეს საბჭოთა ანიმაციაშია – ,,ზღარბი ნისლში’’) ანაც ისე ჩიარა, რაღაც საბუთებს ვავსებდით და ვერ გავიგეთ.
ტოპონიმიკაც მოულოდნელია. მაგალითად: სიმონეთი ყველამ ვიცით. მაგრამ ის რაც იქ ხდება, არავის წარმოგვიდგენია. შესაბამისად, რომელიმე ფენტეზის მწერალი მას რამე ახლართულ სახელს მოუფქრებდა. მაგრამ თამარი ცოტა პროვოკაციულ გზას დაადგა და გაიარა კიდეც.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ექიმის და ექთნის დიალოგის სცენაზე აგებული თავი. აქ უკვე ნამდვილი, ჩამოყალიბებული მწერალი გვესაუბრება და ციგრიტის აცრისთვის გვამზადებს.
ციგრიტი არ გაგიგიათ? აი, ამისთვის კი ნამდვილად წიგნის გადაფურცვლაა საჭირო. მე აღარ დაგეხმარებით, უბრალოდ დავადასტურებ: წინ კითხვის დიდი სიამოვნება გელით. ბიჭიკო პროფესორიშვილთან ერთად, რა თქმა უნდა.

#გიორგიკეკელიძე
#საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
#ციგრიტი c


FACEBOOK

www.nikuradze.com

კომენტარები

Image
შემოგვიერთდით