577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM
Image
როგორ მოვახდინოთ გავლენა ადამიანზე, როგორ ვაიძულოთ, შეიცვალოს ქცევები, გრძნობები, აზრები? ასეთი მანიპულაციები შეიძლება მოხდეს ქვეცნობიერის დონეზე. ამისათვის საჭიროა გარკვეული ფსიქოლოგიური ხერხები, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუკი რამდენიმე ნიუანსს აითვისებს.

საიდუმლო იარაღი

ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა არა მარტო ფსიქოლოგებს, ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეუძლიათ, თანაც ყოველგვარი მაგიის გარეშე. ურთიერთობისას მნიშვნელოვანია ხმის ინტონაცია. სწორედ ინტონაციას შეუძლია სასწაულების მოხდენა. უძველესი დროიდან ჯადოსნები (გრძნეულები) შელოცვის წარმოთქმისას ცვლიდნენ მეტყველების სისწრაფეს და ყურადღების აქცენტირებას ახდენდნენ გარკვეულ სიტყვებზე, რაც მაგიისა და ჯადოქრული რიტუალების მისტიკურობის ილუზიას ქმნიდა. ფსიქოლოგიის მცირე ცოდნაც კი საშუალებას იძლევა, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ადამიანებზე ზემოქმედებისა. ხშირად მაგია ეფუძნება სუბიექტის ქვეცნობიერში ფარული ბრძანებების ჩადებას. ამის გამო იქმნება ილუზია, რომ ადამიანმა დამოუკიდებლად შეცვალა საკუთარი ცხოვრება, ბედ-იღბალი, ან ყველაფერი რაღაც “სხვა ძალის” გავლენით მოხდა.

ადამიანზე ზეგავლენის მოსახდენად საჭირო არ არის ზეუნარების ქონა. საკმარისია მხოლოდ ცოტა თეორიის ცოდნა და მისი მოხერხებულად გამოყენება პრაქტიკაში. მანიპულირებისთვის ურთიერთობაში საგანგებოდ იყენებენ გარკვეულ ფრაზებს. ისინი შეიძლება განვასხვაოთ ჟესტებითა და ინტონაციით. სუბიექტი ვერც კი შენიშნავს, რომ თანამოსაუბრე რაიმე ფანდს იყენებს, რომ მის ქვეცნობიერში უკვე ჩამოყალიბდა გარკვეული ფრაზა.
Image
ყველა ჩვენთაგანი მუდმივად ისახავს გარკვეულ მიზნებს, ცდილობს უბრალო თუ გლობალური პრობლემების გადაწყვეტას.
მაგრამ ყველა და ყოველთვის ვერ ახერხებს სასურველი შედეგის მიღწევას!
Image
პროექტის მიზანია ლიტერატურულ-სოციალური კონკურსის ჩატარება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო და სხვა საჩუქრები.
დამატებითი ინფორმაციისთგვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს.
Image
წიგნი, რომელიც ცხოვრებას ცვლის

სამყაროს უმაღლეს მეომარს, რომელთან შედარებითაც სოკრატე - მხოლოდ მოკრძალებული ანარეკლია.
მას, ვისაც არ აქვს სახელი და ამავდროულად უამრავი სახელი აქვს, და ვინც ჩვენთვის წყაროს სათავეს წარმოადგენს.
Image
თუ ჩაუღრმავდებით საუკუნეების წიაღს, უდიდესი საიდუმლოს ფრაგმენტების პოვნა შესაძლებელია მთელი მსოფლიოს ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში, ლიტერატურაში, რელიგიურ და ფილოსოფიურ მიმდინარეობებში. პირველად მოხერხდა საიდუმლოს ერთ მთლიანობაში მოყვანა შესანიშნავ აღმოჩენაში, რომელიც შეცვლის თქვენ ცხოვრებას ყველა ასპქტში - ფულთან, ურთიერთობებთან მიმართებაში და, საერთოდ, გარე სამყაროსთან ნებისმიერი ურთიერთქმედებისას. თქვენ აღმოაჩენთ თქვენს შიგნით არსებულ ფარულ და ხელშეუხებელ ძალას და ეს აღმოჩენა მოგიტანთ სიხარულს, ბედნიერებას და კეთილდღეობას ყველაფერში.

"საიდუმლო" მყარად დაფუძნდა მაღალრეიტინგული წიგნების სათვეში ოკეანის ორივე მხარეს.

რონდა ბერნის "საიდუმლო" თქვენი შანსია, შეცვალოთ ბედი. ნუ გაუშვებთ მას!
Image
ციგრიტის წარდგენა - საქართველოს ეროვნული პარლამენტის ბიბლიოთეკა
Image
შემოგვიერთდით