577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

ეს საოცარი წყალი

image
1963 წელს ტანზანიელმა მოსწავლემ ერასტო მპემბამ თავის მასწავლებელს უცნაური კითხვა დაუსვა - რატომ იყინება თბილი ნაყინი საყინულეში უფრო სწრაფად, ვიდრე ცივი? მასწავლებელმა პასუხად მხოლოდ დასცინა.

რამდენიმე წლის შემდეგ მპემბამ იგივე კითხვა დაუსვა ფიზიკოს დენის ოსბორნს. მან შეთავაზა ექსპერიმენტი - შეედგათ საყინულეში ორი სრულიად ერთნაირი კონტეინერი წყლით. ერთში წყალი უნდა ყოფილიყო 35 გრადუსი, ხოლო მეორეში - 100. ერნესტო არწმუნებდა ფიზიკოსს, რომ კონტეინერი, რომელშიც მდუღარე წყალი ესხა,უფრო სწრაფად გაიყინებოდა.

ოსბორნმა ცდით შეამოწმა მპემბას სიტყვები და დარწმუნდა, რომ ცხელი წყალი მართლაც უფრო სწრაფად იყინებოდა. ცხელი წყლის დაჩქარებული გაყინვის ეფექტს “მპემბას ეფექტი” ეწოდა.

მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ ამ გამოცანის ამოხსნას. ერთი ვერსიით ცხელი წყლის დაჩარებულ გაყინვას გაძლიერებული აორთქლება იწვევს, მეორე ვერსიით - მიზეზი მოლეკულებში წყალბადის ბმულების გაჭიმვაა. თუმცა, მპემბას ამოცანაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი მეცნიერებს არ აქვთ.

კომენტარები

Image
შემოგვიერთდით