577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

ასტრონავტი, რომელიც 47 წელია მთვარეზე “წევს”

image
1971 წელს ამერიკული კოსმოსური ხომალდის “აპოლონ 15”-ის ეკიპაჟმა, კოსმოსისთვის დაღუპულ მკვლევართა სახსოვრად მთვარის ზედაპირზე ძეგლი დატოვა. ეს იყო ასტრონავტის ფიგურა. 8,5 სანტიმეტრიანი ალუმინის ასტრონავტი ბელის კრატერის სიახლოვეს დევს. ძეგლს “დაღუპული ასტრონავტი” ჰქვია. სკულპტურა ბელგიელმა მხატვარმა პოლ ვან ჰოიდონკმა შექმნა ალუმინის მთლიანი ნაჭრისგან. ალუმინის ასტრონავტის გვერდით მთვარის გრუნტში ჩამაგრებულ პატარა დაფაზე წარწერილია იმ კოსმონავტთა სახელები, რომელთაც თავისი ცხოვრება კოსმოსს მიუძღვნეს.

1972 წელს ჰოიდონკმა გადაწყვიტა გამოემუშავებინა თავისი ქმნილებით და ჟურნალ “ამერიკის ხელოვნებაში” გამოაქვეყნა განცხადება დაღუპული ასტრონავტის ასლების გაყიდვის შესახებ. ავტორის ხელმოწერით დამოწმებული 950 ასლით ჰოიდონკი 750 დოლარის გამომუშავებას გეგმავდა. თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში ნასა ჩაერია, ჰოიდონკმა უარი თქვა თავის ჩანაფიქრზე.

კომენტარები

Image
შემოგვიერთდით