577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

მსოფლიოს ყველაზე ზუსტი საათი

image
დროის ზუსტი ათვლა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო კაცობრიობისთვის. ჯერ კიდევ უძველეს დროში იქნა გამოგონილი საათი, რომელიც დღე-ღამის მიახლოებით დროს უჩვენებდა.
პირველი ციფერბლატი
პირველი საათი სინათლის მუდმივ წყაროზე - მზეზე მუშაობდა. გამოთვლა ხდებოდა ცის კაბადონზე მნათობის მდებარეობის მიხედვით.
პირველი საათი გამოიგონეს ეგვიპტეში. ეგვიპტელებმა მოისაზრეს დღე-ღამის გაყოფა, ასევე შემოიღეს 24 დანაყოფი, რაც დროის განსაზღვრის საშუალებას იძლეოდა. მზის საათი წარმოადგენდა ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ დანაყოფებიან წრე-ციფებრლატს. დღის განმავლობაში მზის ჩრდილი ეცემოდა ციფერბლატს და წრეზე მოძრაობდა. ამ ჩრდილით დგინდებოდა დრო.
მექანიკის გამოჩენა
ქანქარიანი მექანიზმებისა და სხვა საათების გამოჩენა იყო ახალი საფეხური საათების განვითარებასა და მთლიანად დროის ათვლის სისტემაში. საათები ახლა მზის ნაცვლად ზამბარებისა და სპეციალური გირებისგან შემდგარი მექანიზმით მუშაობდა.
ატომური საათი
ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად კაცობრიობას დასჭირდა მოწყობილობა დროის ათვლისთვის, რომელზეც მთელი მსოფლიო იქნებოდა ორიენტირებული. ამასთან ერთად, ხელსაწყო უნდა ყოფილიყო უზუსტესი, რომელიც დროის დანაკარგის გარეშე იმუშავებდა.
ასეთი საათები მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა ქალაქ გრინვიჩში. ამ ქალაქით დაწყებული მთელი პლანეტა დაიყო 24 სარტყელად. გრინვიჩის მიხედვით ათვლის სისტემა 1964 წლამდე მოქმედებდა. შემდეგ ის ჩაანაცვლა UTC-მ (დროის საყოველთაო კოორდინირება). გრინვიჩსა და UTC-ს შორის რეალური განსხვავება დაახლოებით ერთი წამია.
დროის ეტალონი
21-ე საუკუნეში მხოლოდ ერთი მექანიზმი მიიჩნევა უზუსტეს ქრონომეტრად. სწორედ მას უწოდებენ “ატომურ დროს”. მექანიზმის საფუძვლად უდევს ცეზიუმი. ასეთი საათების ცდომილება თითქმის ნულის ტოლია. მსგავსი სიზუსტით ვერ დაიტრაბახებენ კვარცული ან ქანქარიანი საათები, სადაც წამის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რა სიმტკიცით არის მომართული ზამბარა ან ქანქარა.
დროის უზუსტესი განსაზღვრის ამ საოცარი ხელსაწყოს ავტორობა იაპონიას ეკუთვნის. ლაბორატორიული ტესტირებები ევროპაში ჩატარდა. იაპონელების კვალდაკვალ მსგავსი საათი დაამზადეს ამერიკელებმაც. ხელსაწყოს ცდომილება მილიარდ შვიდასი მილიონ წელზე სამი წამია.

კომენტარები

Image
შემოგვიერთდით