577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM
Image
1. იცოდეთ ფულის დაზოგვა. იპოვეთ ადგილი, სად შეიძლება იყიდოთ საქონელი უფრო იაფად და ბითუმად. წინასწარ შეადგინეთ საყიდლების სია და იყიდეთ მხოლოდ ის, რაც სიაში გაქვთ.

2. ნაკლები იმუშავეთ სხვისთვის (მმართველზე, დირექტორზე) ! სინამდვილეში კი, მხოლოდ საკუთარი თავისთვის იმუშავეთ. რაც ნაკლებად იმუშავებთ საკუთარი თავისთვის, მით ცუდად იცხოვრებთ.
Image
პატარა, კოხტა სახლის მზით გამთბარ აივანზე სარწეველა სავარძელში მოხუცი ქალი ქანაობდა, იქვე, ისეთივე სარწეველაში მოხუცი კაცი გაზეთს კითხულობდა. მათ შორის კი, აივნის ფრთაზე იწვა ძაღლი და საწყალობლად წკუმუტუნებდა. ამ დროს სახლის წინ ვიღაც კაცმა ჩაიარა და დაინტერესდა, რატომ წკუმუტუნებდა ძაღლი.

- უკაცრავად, ქალბატონო, – მიმართა მან მოხუც ქალს, - რა სჭირს თქვენს ძაღლს?

- ძაღლს? – დაუბრუნა ქალმა კითხვა. – ის ლურსმანზე წევს.

მისი პასუხით დაბნეულმა მამაკაცმა ისევ იკითხა:

- თუ ლურსმანზე წევს და იტანჯება, რატომ უბრალოდ არ ადგება?

მოხუც ქალბატონს გაეღიმა და უპასუხა:

- ესე იგი, მას სტკივა იმდენად, რომ იწკმუტუნოს, მაგრამ არა იმდენად, რომ ამის გამო ადგილიდან დაიძრას.
Image
ერთხელ ერთმა მოგზაურმა მენავეს მეორე ნაპირზე გადაყვანა სთხოვა.

ნავში მოთავსებულმა შენიშნა, რომ ნიჩბებს ქონდა წარწერა: ერთს - "იფიქრე", მეორეს - "აკეთე".
Image
„ყველა ადამიანი არამზადა როდია“ – უთხრა ფაშისტებს, როცა ერთ-ერთმა ესესელმა გაზის კამერიდან დახსნა შესთავაზა.
Image
შემოგვიერთდით