577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

8 სინამდვილე, როცა ცხოვრება “თავს გატყდებათ”

image
8 სინამდვილე, როცა ცხოვრება “თავს გატყდებათ”

საკუთრივ, ბედნიერება არის არა პრობლემების არქონა, არამედ მათთან გამკლავების უნარი. უფრო პროდუქტიულია ყურადღების მიქცევა იმაზე, რაც უკვე გაქვთ, და არა იმაზე, რაც გაკლიათ. სამყარო ვერ წაგართმევთ ვერაფერს, რაც არ გეკუთვნით. მაგრამ მას შეუძლია მოგცეთ ყველაფერი, რის მიღებასაც მოისურვებთ.

ყველას გვაქვს პერიოდი, როცა ყველაფერი “ისე არ მიდის”. და როცა სასოწარკვეთილების ტალღა გადაგივლით, წაიკითხეთ ეს 8 უდაო ფაქტი.

1. ტკივილი - ზრდის ნაწილია

ზოგჯერ ცხოვრება ცხვირწინ გვიხურავს კარს, რათა დაგვანახოს, რომ წინსვლის დროა. და ეს კარგია: ადამიანი იშვიათად იწყებს წინსვლას, თუ მოვლენებმა არ აიძულა.

როცა რთული დრო დგება, უბრალოდ შეახსენეთ საკუთარ თავს: არ არსებობს განსაცდელი, რომელიც ფარულ მიზანს არ ატარებს. ის ფაქტი, რომ უსიამოვნებებს ებრძვით, ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან გადალახავთ მათ.

ნებისმიერი მნიშვნელოვანი წარმატება ლიტრობით დაღვრილ ოფლს, მილიონობით განადგურებულ ნეირონს და გრძელ, გამომფიტავ საღამოებს მოითხოვს.

2. ყველაფერი წარმავალია

ყოველი ღამე განთიადით სრულდება. ადრე თუ გვიან წვიმა წყდება. იარები შუშდება. ბნელს ყოველთვის ნათელი ცვლის. არაფერია მარადიული.
თუ ახლა თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, დატკბით ამით. ეს მუდმივად არ გაგრძელდება. თუ ყველაფერი ცუდადაა, არ ინერვიულოთ, რადგანაც კვლავ არაფერი გაგრძელდება მუდმივად. უბრალოდ, იმის გამო, რომ რაღაც გაღელვებთ, არ ღირს, გადაეჩვიოთ ღიმილს.
ყველა წამი ახალი დასაწყისი და ახალი დასასრულია. ყოველ წუთს გვეძლევა შანსი უკეთესი ცხოვრებისთვის. უბრალოდ, თვალი გაახილეთ.

3. შფოთვას და წუწუნს ჯერ არავისთვის მოუტანია სარგებელი

წუწუნის ნაცვლად, სჯობს, მოჰყვეთ საკუთარ მიღწევებზე. ყოველთვის უკეთესია, ეცადოთ რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთებას, ვიდრე იწუწუნოთ იმაზე, რაც არ გამოგივიდათ. თუ მოძრაობთ, ჯერ კიდევ არ მოსულა დასასრული: ნამდვილი პრობლემები მაშინ იწყება, როცა ჩერდებით.

4. ნაიარევები ძალის სიმბოლოა

ნუ შეგრცხვებათ ნაიარევებისა და ცხოვრების უარყოფითი გამოცდილებების. ნაიარევი მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჭრილობა მოშუშდა და მზად ხართ გზის გასაგრძელებლად, ოღონდ უკვე გამოცდილებით.
ნუ იქნებით წარსულის სულიერი და ფიზიკური იარების ტყვე.

5. ყოველი რთული დღე წინ გადადგმული ნაბიჯია.
წარმატება შემთხვევითი მხოლოდ წიგნებსა და პრიალა ჟურნალებშია.
სინამდვილეში, მხოლოდ იმ საქმის დაწყება ღირს, რომლისთვისაც მზად ხართ, გაიაროთ მთელი გზა თავისი სირთულეებით და გაიღოთ ყველა მსხვერპლი. და თუ ახლა ძალიან გიჭირთ, უნდა იცოდეთ: ეს თავგანწირვა ფუჭი არ არის. ის წარმატებასთან გაახლოებთ.

6. სხვისი უარყოფითი თქვენ არ გეხებათ

როგორც მეცნიერებმა დამტკიცეს, ღიმილი საუკეთესო საშუალებაა, შეინარჩუნოთ ენთუზიაზმი. ნუ მიეცემით სხვა ადამიანების პრობლემებს, განსაკუთრებით მაააშინ, თუ ირგვლივ ბევრი წუწუნა გყავთ.
უკეთესი იქნება, თუ თავისუფალ დროს ისეთ ადამიანებთან გაატარებთ, ვისაც გადამდები ოპტიმიზმი და კარგი იუმორი აქვს.

7. აღმოაჩინეთ საკუთარი თავი

კარგი მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა ახლის მოსინჯვას გარისკავთ.
ყველაზე ძლიერ ემოციებს მაშინ განვიცდით, როცა საკუთარ ინტუიციას მინდობილი მზად ვართ, უკეთესობისკენ შევცვალოთ ცხოვრება.
დატკბით ყოველი მომენტით, თუნდაც ამისთვის არ გქონდეთ ბევრი მიზეზი. საბოლოოდ, სწორედ საჭირო აადგილას აღმოჩნდებით.

8. საუკეთესო, რაც შეიძლება გააკეთოთ - გააგრძელეთ მოძრაობა

ნუ ჩაუკეტავთ საკუთარ თავს გზას წარსული წარუმატებლობებით. გული გატკინეს? კიდევ შეიყვარეთ. ოცნება გასკდა საპნის ბუშტივით? ახალი მოიფიქრეთ! სააუკეთესო გაკვეთილს ყველაზე ცუდ დროს ვიღებთ და ერთადერთი, რაც მართლა მნიშვნელოვანია - არშეჩერების გამბედაობაა.
გიყვარდეთ გულით. იყავით გულწრფელი. იშრომეთ გულითადად. და თუნდაც ცხოვრება არ გპასუხობდეთ იგივეთი, მაინც გიყვარდეთ ის. ადრე თუ გვიან ის პასუხს დაგიბრუნებთ.

კომენტარები

Image
შემოგვიერთდით