577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

10 საინტერესო ფაქტი კომპიუტერული ვირუსების შესახებ

image

1. პირველი ვირუსი წარმოდგენილი იქნა 1983 წლის 10 ნოემბერს დრედ კოენის მიერ კომპიუტერული უსაფრთხოების სემინარზე. დღეისათვის კი ცნობილია რამდენიმე ათასი ვირუსი, რომელთაც მწობრიდან გამოჰყავს ელექტრონული მოწყობილობები.

2. სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად ყოველი მესამე კომპიუტერი წელიწადში ერთხელ მაინც ხდება ვირუსული შეტევის მსხვერპლი.

3. სპეციალისტების კვლევით, ანტივირუსები ძველდება 1-2 დღეში. ამის გამო, მიუხედავად ანტივირუსული დაცვისა, ვირუსების 15% თავისუფლად აღწევს კომპიუტერებში. ჰაკერები ყოველდღე იგონებენ და ხვეწენ საშუალებებს ტექნიკის დასაზიანებლად.

4. კომპიუტერული ვირუსები მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 1,5 ტრილიონი დოლარის ფინანსურ ზიანს აყენებენ.

5. ყველაზე დამანგრეველ ვირუსს ისტორიაში ჰქონდა რომანტიკული სახელი «I Love You», ასევე ცნობილი, როგორც LoveLetter. მომხმარებლებისთვის ასეთი წერილების დაგზავნა დაიწყო ფილიპინებიდან 2000 წლის 4 მაისის ღამეს და 5 მაისამდე გაგრძელდა. მომხმარებლები მშვიდად ხსნიდნენ წერილს, რომელშიც ეს ცბიერი ვირუსი იმალებოდა.

დანართის გახსნისათანავე ვირუსი ქმნიდა თავის ასლს და გზავნიდა მომხმარებლის ყველა კონტაქტებში არსებულ ყველა მისამართზე. ამგვარად, ვირუსმა «I Love You» შეძლო მსოფლიო ეკონომიკისთვის მიეყენებინა 10-15 მილიარდი დოლარის ზარალი. LoveLetter გახდა ყველაზე ძვირადღირებული ვირუსი, ის შეტანილია გინესების წიგნში, როგორც ყველაზე დამანგრეველი ვირუსი მსოფლიოში.

6. ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება ვირუსი სახელწოდებით «Blaster», ასევე ცნობილი, როგორც Lovsan, Lovesan ან MSBlast. ჭიის ეპიდემიამ თავი იჩინა 2003 წელს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ Xfocus-ის კოლექტივმა Windows-ის ოპერაციულ სისტემებში აღმოაჩინა “აქილევსის ქუსლი”, რაც გამოწვეული იყო ბუფერის გადატვირთულობით. ამან სათავე დაუდო ახალი ვირუსული პროგრამების შექმნას, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი სწორედ Blaster-ი გახდა. ის კომპიუტერში მოხვედრისთანავე იწყებდა შემთხვევითი IP მისამართების გენერირებას, ეძებდა და ავირუსებდა მსხვერპლის დაუცველ სისტემას და ამგვარად, ციკლი მეორდებოდა მრავალგზის.

ეპიდემიამ 300 ათასი კომპიუტერი მოიცვა. მომხმარებ;ლისთვის ვირუსი უსაფრთხოა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ვირუსის გამო აუცილებელი ხდება კომპიუტერის ხშირი გადატვირთვა. Blaster-ის მიზანი იყო Microsoft-ის სერვერების დაზიანება. თუმცა, კომპანიამ, სერვერების დროული დახურვით შეძლო, ბლასტერის მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანა. ვირუსის იდეა იყო მის კოდში დაშიფრული გზავნილი ბილ გეიტსისათვის: “Billy Gates why do you make this possible? Stop making money and fix your software!!” (“ბილი გეიტს, რატომ ხდით ამას შესაძლებელს? საკმარისია ფულის კეთება, გამოასწორეთ თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა!”)

ვირუსის შემქმნელი აღმოჩნდა სკოლის მოსწავლე, ამერიკელი ჯეფი ლი პარსონი, რომელიც წლინახევრით ჩასვეს ციხეში და 225 საათიანი საზოგადოებრივი სამუშაოები დააკისრეს.

7. ყველაზე სწრაფი ვირუსი - Slammer, ითარგმნება, როგორც ციხე. რამდენიმე წუთის განმავლობაში ვირუსმა მწყობრიდან გამოიყვანა 75 ათასზე მეტი კომპიუტერი.

8. ცნობილმა პროგრამისტმა პიტერ ნორტონმა 1988 წელს გააკეთა საინტერესო განცხადება. ის თვლიდა, რომ ვირუსები საერთოდ არ არსებობს და ვირუსის მატარებელ კომპიუტერულ პროგრამებს ადარებდა მითებს ნიანგებზე, რომლებიც ნიუ-იორკის კანალიზაციებში ცხოვრობენ. თუმცა ამასა ხელი არ შეუშლია მისთვის, დაეწყო საკუთარი ანტივირუსული პროექტი სახელწოდებით Norton AntiVirus.

9. პირველი მასშტაბური ვირუსული შეტევა ქსელზე განხორციელდა 1988 წელს, სახელწოდებით “მორისის ჭია”. ვირუსმა მწყობრიდან გამოიყვანა 6 ათასზე მეტი ამერიკული კომპიუტერული სისტემა (მათ შორის ნასა-ს კვლევითი ცენტრი). ფინანსურმა ზარალმა 96 მილიონი დოლარი შეადგინა.

10. განადგურების გარდა, კომპიუტერულმა ვირუსებმა ეკონომიკის ახალ მიმდინარეობასაც დაუდეს სათავე. ანტივირუსული კომპანიები, ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებით ყოველწლიურად 2 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებენ.

კომენტარები

Image
შემოგვიერთდით