577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

პლანეტის ყველაზე წარმატებულ ადამიანთა პირველი პროფესიები

image
თანამედროვეობის ყველა მილიარდერი მდიდრად არ დაბადებულა. ბევრმა მათგანმა სულ "ქვევიდან" დაიწყო და მათი პირველი პროფესიების ახლანდელ მდგომარეობასთან დაკავშირება წარმოუდგენელიც კია.

1. რიჩარდ ბრენსონი - კომპანია “ვირჯინის” პრეზიდენტი

პირველი სამუშაო: საშობაო ნაძვის ხეების გამყიდველი

თუმცა ბრენსონს არ გაუმართლა, რადგანაც მისი გამოყვანილი ნერგები ბოცვრებმა გაანადგურეს. ბრენსონის პირველ წარმატებულ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს სასკოლო ჟურნალი Student, რომელიც 15 წლისამ დააარსა.

2. მარკ ცუკერბერგი - ფეისბუქის დამაარსებელი

პირველი სამსახური - ფეისბუქი

მარკი გამონაკლისია - ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მილიარდერებს შორის, რომელთაც წარმატებას დამოუკიდებლად და მარცხისა და წარუმატებლობების გარეშე მიაღწიეს. ის დღესაც თვის პირველ სამსახურში მუშაობს.

3. ჯორჯ ლუკასი - კინორეჟისორი, “ვარსკვლავური ომების” შემქმნელი

პირველი სამსახური - მასწავლებლის თანაშემწე

თანამედროვე რეჟისურის მამამთავარი ამერიკის საზღვაო კადეტებს დოკუმენტური კინოს ხელოვნებას ასწავლიდა

4. მაიკლ დელი - კომპანია Dell -ის პრეზიდენტი

პირველი სამსახური - ჭურჭლის მრეცხავი ჩინურ რესტორანში

ჯერ კიდევ უფროს კლასებში სწავლისას დელი ქმნის სერიოზულ ბიზნესს - ფილატელისტურ ბირჟას, პარალელურად კი გამოიმუშავებდა თავის პირველ მარკებს ჩინურ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობით

5. ილონ მასკი - Tesla Motors-ის, PayPal-ისა da SpaceX-ის დამფუძნებელი

პირველი სამსახური - ვიდეოთამაშების პროგრამირება

10 წლისამ თავის პირველ კომპიუტერზე თავისით ისწავლა პროგრამირება, 12 წლისამ პირველი თამაში Blastar-ი გაყიდა 500 დოლარად დღეს ის სკაუთარი კოსმოსური შატლის კონსტრუირებას აფინანსებს.

6. ჯეფ ბეზოსი - ამაზონის დამაარსებელი

პირველი სამსახური - მაკდონალდსის თანამშრომელი

ბავშვობაში მამის ფერმაში მუშაობდა. ჯერ კიდევ მოზარდობმა ერთი ზაფხული მაკდონალდსში იმუშავა, ერთი წლის შემდეგ კი თავისი პირველი სტარტაპი გაუშვა

7. სტივ ბალმერი - კორპორაცია მაიკროსოფტის ყოფილი გენერალური დირექტორი

პირველი სამსახური - საკონდიტრო ნაწარმების მენეჯერის თანაშემწე

ამის გამო მას სკოლაში ხშირად აჯავრებდნენ.

8. იან კუმი - ვათსაპის თანადამაარსებელი

პირველი სამსახური - დამლაგებელი

მისი ისტორია შთამაგონებელია ბევრი დამწყები მეწარმისთვის. შტატებში იმიგრირების შემდეგ იანი მხარში ედგა დედას, რომელიც კიბოს ებრძოდა. 16 წლისა ის ხვეტავდა ადგილობრივი სასურსათო მაღაზიის იატაკებს. Yahoo-ში მუშაობისთვის მიატოვა კოლეჯი.

9. უორენ ბაფეტი - Berkshire Hathway-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ყველაზე მსხვილი ქველმოქმედი მთელი ისტორიის განმავლობაში

პირველი სამსახური - გაზეთების დამტარებელი, საღეჭი რეზინის გამყიდველი

ბაფეტმა მუშაობა 6 წლის ასაკში დაიწყო. მაშინ ის კარდაკარ დადიოდა და ამერიკულ ოჯახებს საღეჭ რეზინს სთავაზობდა. ამასთან ერთად, ყოველ დილით გაზეთების ჩამოტარებასაც ასწრებდა.

10. ფილ ნაიტი - ნაიკის დამაარსებელი

პირველი სამსახური - ასისტენტი საგაზეთო გამომცემლობაში

ფილი იმდენად იყო იმედგაცრუებული, რომ მამამ უარი უთხრა
თავის გაზეთში Oregon Journal-ში მუშაობაზე, რომ კონკურენტებთან წავიდა, ღამეების განმავლობაში ავსებდა სატურნიტო ცხრილებს და ნელ-ნელა მიიწევდა ოცნებისკენ. როგორც იტყვიან Just do it

მთავარია გვახსოვდეს -"წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იპოვო შენი დანიშნულება და მისდიო მას" - ჰენრი ფორდი ცუდს არაფერს გვირჩევს

კომენტარები

Image
შემოგვიერთდით