577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

როგორ ვიმუშაოთ, როცა მუშაობა არ გვინდა

image
როგორ ვიმუშაოთ, როცა მუშაობა არ გვინდა

საკუთარი თავის მოტივირება და თვითდისციპლინა - რთული საქმეა. ამისთვის სხვადასხვა გზა არსებობს და ყველა ადამიანს თავისი მეთოდი აქვს. თუმცა არსებობს საბაზო წესებიც. აი, რამდენიმე მათგანი:

მიზანი - არის ის, რასაც მიიღებთ იმ სამუშაოს შესრულებისას, რისკენაც ასე გლობალურად ისწრაფვით. მიზნები უკავშირდება ამბიციებს, ფასეულობებს, მისწრაფებებებს, ცხოვრების არსს.

სიცხადე - თქვენ ზუსტად აცნობიერებთ, შედეგის მისაღწევად რისი გაკეთება არის საჭირო და როგორ. ამოცანა დაყოფილია მარტივ მამრავლებად, ისინი გასაგები და მიღწევადია.

გამყარება - იწყებთ რაიმე უმნიშვნელოს კეთებას და ხედავთ, რომ გამოგდით. შედეგს ახალ გამოწვევებამდე მიჰყავხართ.

გაცნობიერებულობა - ეს გეხმარებათ, დარჩეთ ფოკუსირებული ამოცანაზე. სამუშაო არ შესრულდება თავისით, სანამ თქვენ უყურებთ ვიდეოს ითუბიზე ან ფეისბუქს სქროლავთ. ყოველთვის დააბრუნეთ სააკუთარი თავი რეალობაში და შეახსენეთ, რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ. თქვენი წარმატებით თქვენს გარდა არავინ არ არის დაინტერესებული.

შეჯიბრება - თუ თქვენ მისდევთ სპორტს, სადაც გათვალისწინებულია განსაზღვრული საკონკურენციო ელემენტი, მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ მისი მამოტივირებელი ძალა. ამასთან ერთად, აუცილებელი არაა სხვებთან კონკურენცია, შეეჯიბრეთ საკუთარ თავს.

დაჯილდოება - წინა პუნქტის ლოგიკური გაგრძელებაა. გამარჯვებული სპორტსმენი ჯილდოვდება მედლოთ, თასით, საპრიზო საჩუქრებით.

ნაკადი - თითქმის ყოველთვის, ყველაზე ძნელი საქმე დააწყებაა. მოატყუეთ საკუთარი თავი და წაიმუშვეთ თუნდაც 15 წუთი - მადა ჭამაში მოდის.

გარემოება - ხელს გიშლიან თანამშრომლები, სატელეფონო ზარები, სოციალური ქსელების შეტყობინებები? იპოვეთ მისაღები ვარიანტი ყურადღების გაფანტვის გამოსარიცხად და დამატებითი მოტივაციის შესქმნელად - მოხერხებული სამუშაო ადგილი, სტიკერი წამახალისებელი ციტატით.
წიგნები, ვიდეო, ციტატები - ეს უფრო გარეგანი მოტივაციაა, მაგრამ თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მუშაობისადმი აზარტსა და სურვილს გიღვიძებთ, მისი გამოუყენებლობა სისულელე იქნება.

რაც შეეხება თვითდისციპლინას - ეს არის უნარი, აიძულო მოქმედება საკუთარ თავს მიუხედავად ემოციური მდგომარეობისა. თვითდისციპლინა და თვითმოტივაცია ერთმანეთის მსგავსია, თუმცა პირველი უფრო მაღალი რანგის უნარია.

იპოვეთ მოტივაცია. მოტივაცია შეიძლება, გამომდინარეობდეს, საკუთარი ცხოვრების ანალიზისგან და ერთი ჭეშმარიტების შეცნობისგან: “ის რასაც ვაკეთებ, არ მუშაობს”. პრობლემის უგულებელყოფა მხოლოდ ართულებს სიტუაციას. სანახევრო მცდელობა, იყოთ დისციპლინირებული, ვერ გიშველით. თუ საერთოდ არ გაგაჩნიათ ნებისყოფა, ამან, შესაძლოა, ტკივილი მოგაყენოთ. ასე, რომ ტკივილი სუკეთესო მოტივატორია. თუ თქვენ ცხოვრობთ ისე, როგორც ცხოვრობდით, და ეს ტკივილს გაყენებთ, მაშინ შეიძლება, დაფიქრდეთ: “თუ ასეც ცუდად ვარ, რატომ არ ვცადო საკუთარი თავის შეცვლა? უარესი ნამდვილად აღარ დამემართება”.

მცირე ქმედებები. დისციპლინის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი პატარა ნაბიჯებით წინსვლაა. არ ღირს, ერთბაშად მთების გადადგმას ეცადოთ, დაიწყეთ მცირეთი. სტატიას წერთ? გამოყავით ამისთვის 20 წუთი და იმუშავეთ ისე, რომ არაფერზე გადაერთოთ. განცხადების განთავსება გსურთ? დარეგისტრირდით ხუთ საიტზე და განათავსეთ. მთელი არსი იმაშია, რომ ბოლომდე მიიყვანოთ რამდენიმე საქმე. ოღონდ თაანმიმდევრულად.

შეიყვარეთ დისკომფორტი. უდისციპლინობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი - კომფორტია. ყველას გვიყვარს შეჩვეული, ნაცნობი, კომფორტული რამეები. ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ ვიმუშაოთ, ვიდეოს ვუყურებთ. მაგრამ ეს გაქცევა არაკომფორტულობისგან, ანგრევს ჩვენს ცხოვრებას. სწორედ დისკომფორტი ამოძრავებს მას წინ. არ გჯერათ? ჩაუღრმავდით განვლილი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან მიღწევას - ისინი, ასე თუ ისე, არღვევდნენ თქვენს კომფორტს.

დაგეგმეთ სამუშაო და არ აკეთოთ სხვა არაფერი ამ დროს. ეს ტექნიკა მწერალ რაიმონდ ჩანდლერს ეკუთვნის: “წერეთ, ან არაფერი აკეთოთ. ჩემი აზრით, ეს წესი კარგად მუშაობს. ან ვწერ, ან უსაქმურად ვზივარ.” რატომ მუშაობს ეს? იმიტომ, რომ შედეგად ვლინდება, რომ მოწყენილობა უარესია, ვიდრე მუშაობა.

ინტერვალური ვარჯიშები. გადაწყვიტეთ, რითი დაკავდებით მომდევნო 10 წუთის განმავლობაში. გააკეთეთ ეს. შეისვენეთ. გაიმეორეთ პროცესი. გაზარდეთ დრო 25 წუთამდე, შესვენების დრო - 5 წუთამდე. ეს ბანალურობამდე მარტივია, მაგრამ მუშაობს.

კომენტარები

Image
შემოგვიერთდით