577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

სტენლი მილგრემი - მორჩილების ექსპერიმენტი

image
სტენლი მილგრემი - მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოციალური ფსიქოლოგი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუღძვნა კვლევას - ადამიანის თვისება, დაემორჩილოს ავტორიტეტს. უკვე ნახევარი სააუკუნეა, მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნებიდან ცდილობენ, დამტკიცონ მილგრემის ექსპერიმენტის შედეგების მცდარობა. რატომ არის მათი სურვილი ასე ძლიერი? იმიტომ, რომ შედეგები სულაც არ არის ნუგეშისმომცემი კაცობრიობისთვის.

რა სურდა მილგრემს? მას უნდოდა გაეგო, რატომ გახდა შესაძლებელი ნაცისტური ბანაკების არსებობა სისატიკის იმ ზომით, რაც გერმანელმა ჯარისკაცებმა გამოავლინეს.

მილგრემმა მოიფიქრა ექსპერიმენტი. მონაწილეობისთვის მოიწვია მოხალისეები და მსახიობები. მსახიობები უნდა ყოფილიყვნენ მოსწავლეები, მოხალისეები კი - მასწავლებლები. მოხალისეებს ეს ექსპერიმენტი გააცნეს, როგორც “კვლევა ტკივილის გავლენისა მეხსიერებაზე”.

გამოაცხადეს, რომ “მოსწავლეს” უშეცდომოდ უნდა დაესწავლა დაწყვილებული სიტყვების გრძელი სია, “მასწავლებელს” კი -შეემოწმებინა მისი მეხსიერება და ყოველი შეცდომა დაესაჯა ელექტრული მუხტით. ამასთან, დენის სიმძლავრე ყველა შეცდომისთვის იქნებოდა უფრო ძლიერი.

”მოსწავლეს” დემონსტრაციულად აკრავდნენ ელექტროდებიან სავარძელზე, “მასწავლებელი” კი გადიოდა სხვა ოთახში და ჯდებოდა გენერატორთან. გენერატორი წარმოადგენდა ფრიად სოლიდურ ყუთს, რომლის წინა პანელზეც განთავსებული იყო 30 გადამრთველი 15-დან 450 ვოლტამდე. უკანასკნელი გადამრთველი აღნიშნული იყო, როგორც “ძნელად გადასატანი დარტყმა”.

მასწავლებლის გვერდით იჯდა ექსპერიმენტატორი და მოითხოვდა ექსპერიმენტის გაგრძელებას. შეისწავლებოდა მორჩილების მომენტი.

ექსპერიმენტი იწყებოდა 15 ვოლტით და “მასწავლებელს” ძაბვა უნდა გაეზარდა ყველა შეცდომაზე. კედლის მიღმა ითხოვდნენ შველას, ისმოდა სასოწარკვეთილი ყვირილი და მუდარა, რომ შეეწყვიტათ წამება.

ექსპერიმენტის მთავარი კითხვა იყო ასეთი - ძაბვის რა სიმძლავრეზე შეჩერდებოდა “მასწავლებელი”.

ამერიკაში ექსპერიმენტის შემდგომ მილგრემი გეგმავდა მის განხორციელებას გერმანიაში, რადგანაც, როგორც თვითონ ფიქრობდა, გერმანელებს ჰქონდათ ძლიერი მიდრეკილება მორჩილებისკენ. თუმცა, ამერიკაში ჩატარებული პირველივე ექსპერიმენტის შემდეგ ის წერდა: - მე წავაწყდი იმდენ მორჩილებას, რომ ვეღარ ვხედავ აუცილებლობას, ჩავატარო ექსპერიმენტი გერმანიაში.

შედეგები იყო შემაძრწუნებელი. სრულიად ჩვეულებრივი ადამიანების 65% მზად იყო, გადაეტრიალებინა უკანასკნელი გადამრთველი წარწერით - “რთულად გადასატანი დარტყმა”.

და რატომ? იმიტომ, რომ მათ გვერდით იჯდა ექსპერიმენტატორი, რომელიც მშვიდი ხმით ამბობდა: გააგრძელეთ.

გასაგებია, რომ კედლის მიღმა იყო მსახიობი, რომელიც განასახიერებდა იმიტირებულ ტკივილს, მაგრამ მოხაალისები ხომ ნამდვილი იყვნენ?!

ნორმალური, ზრდასრული ადამიანები, მზად იყვნენ, წასულიყვნენ ვინ იცის რამდენად შორს, მიყვებოდნენ რა ავტორიტეტის მითითებებს. ექსპერიმენტი, რომელიც თავად მილგრემმა, 22-ჯერ გაიმეორა, ჩატარდა ათასზე მეტ ადამიანზე. 50 წლის განმავლობაში მსგავსი ექსპერიმენტი განხორციელდა ყველა კონტინენტზე, რამაც დაადასტურა შედეგები: მიუხედავად ექსპერიმენტის დროისა და ადგილისა, შკალის უკანასკნელ გადამრთველამდე მიდიოდა ასიდან 61-66 ადამიანი. რაც ნათელს ხდის, რომ მორჩილება ჩადებულია ბიოლოგიურ, ცხოველურ დონეზე.

კომენტარები

Image
შემოგვიერთდით