577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

როგორ ვმართოთ ადამიანები

image
როგორ მოვახდინოთ გავლენა ადამიანზე, როგორ ვაიძულოთ, შეიცვალოს ქცევები, გრძნობები, აზრები? ასეთი მანიპულაციები შეიძლება მოხდეს ქვეცნობიერის დონეზე. ამისათვის საჭიროა გარკვეული ფსიქოლოგიური ხერხები, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუკი რამდენიმე ნიუანსს აითვისებს.

საიდუმლო იარაღი

ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა არა მარტო ფსიქოლოგებს, ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეუძლიათ, თანაც ყოველგვარი მაგიის გარეშე. ურთიერთობისას მნიშვნელოვანია ხმის ინტონაცია. სწორედ ინტონაციას შეუძლია სასწაულების მოხდენა. უძველესი დროიდან ჯადოსნები (გრძნეულები) შელოცვის წარმოთქმისას ცვლიდნენ მეტყველების სისწრაფეს და ყურადღების აქცენტირებას ახდენდნენ გარკვეულ სიტყვებზე, რაც მაგიისა და ჯადოქრული რიტუალების მისტიკურობის ილუზიას ქმნიდა. ფსიქოლოგიის მცირე ცოდნაც კი საშუალებას იძლევა, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ადამიანებზე ზემოქმედებისა. ხშირად მაგია ეფუძნება სუბიექტის ქვეცნობიერში ფარული ბრძანებების ჩადებას. ამის გამო იქმნება ილუზია, რომ ადამიანმა დამოუკიდებლად შეცვალა საკუთარი ცხოვრება, ბედ-იღბალი, ან ყველაფერი რაღაც “სხვა ძალის” გავლენით მოხდა.

ადამიანზე ზეგავლენის მოსახდენად საჭირო არ არის ზეუნარების ქონა. საკმარისია მხოლოდ ცოტა თეორიის ცოდნა და მისი მოხერხებულად გამოყენება პრაქტიკაში. მანიპულირებისთვის ურთიერთობაში საგანგებოდ იყენებენ გარკვეულ ფრაზებს. ისინი შეიძლება განვასხვაოთ ჟესტებითა და ინტონაციით. სუბიექტი ვერც კი შენიშნავს, რომ თანამოსაუბრე რაიმე ფანდს იყენებს, რომ მის ქვეცნობიერში უკვე ჩამოყალიბდა გარკვეული ფრაზა.

ფარული ზეგავლენა

მნიშვნელოვანი პირობა ფარული ბრძანებებისა, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის ცხოვრება შეცვალონ, მათი აღქმის დონეებია. აზრობრივ დამოკიდებულებაში დაუშვებელია ორი დონის არევა. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში ბრძანება არ იმოქმედებს ადამიანის ქვეცნობიერზე და აღიქმება ცნობიერის მიერ.

თუ ადამიანს უბრალოდ ეტყვით: “ახლა მოდუნდებით და მიიღებთ სიამოვნებას ცხოვრებისგან”, ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებთ. გამოწვევა მიღებული იქნება გარშემომყოფთა მიერ, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ის არასწორია. ის ვერ მიაღწევს ქვეცნობიერის დონეს. უგუნებოდ მყოფი ან დაღლილი ადამიანის განწყობილების გაუმჯობესება, ფსიქიკაზე ზემოქმედება შესაძლებელია თხრობის დახმარებით. საკმარისია ფარული ბრძანებებით წინადადებების მოკლე გადმოცემა.

ინტონაციური ზეგავლენა მოქმედებს ცალკეული, საჭირო ფრაზებით. დამხმარე სიტყვები კი, რომლებიც გამოიყენება საკვანძო სიტყვების გასაფორმებლად, წარმოითქმება ჩვეულებრივი ტონით.

ამით მიიღწევა სასურველი ეფექტი. ადამიანთა მართვის მაქსიმალური შედგიანობისთვის, ასევე, გამოიყენება პაუზა წინადადების მნიშვნელოვანი ნაწილის წინ და შემდეგ.

ადამიანის ქვეცნობიერი რომ მართლა შევცვალოთ, აუცილებელია დაფარული ფრაზები გამოვიყენოთ მაქსიმალირად კომპეტენტურად და სიფრთხილის დაცვით. არ შეიძლება უარყოფითი ფრაზებისა და ნეგატიური ბრძანებების გამოყენება. ამით შესაძლოა ადამიანის განაწყენება, განწყობის გაფუჭება და არცთუ იშვიათად, ზიანის მიყენებაც, რაც შესაძლოა, ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი გახდეს.

ფსიქოლოგია არის მცნიერება, რომელიც ემყარება არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას. გასაგები ჭეშმარიტებებიც კი მოითხოვს პრაქტიკულ დასაბუთებას. თუ არ გაქვთ რწმენა, რომ შეძლებთ სხვა ადამიანის გადარწმუნებას ან აიძულებთ რაიმეს გაკეთებას, ივარჯიშეთ სხვა პიროვნებაზე, ვისაც შეიძლება ჰკითხოთ, როგორ მიიღებდა თვითონ ასეთ ქმედებებს ან სიტყვებს.

ყოველთვის არ არის შესაძლებელი, დაფარული ფრაზებით ადამიანის ცხოვრების შეცვლა, განწყობის გაუმჯობესება ან ნეგატიური ფიქრებისგან გათავსუფლება. პოზიტიური თხრობა ინტონაციებით განსაზღვრულ სიტყვებზე ყოველთვის არ არის დამაჯერებელი და არ ჭრის. ამისთვის არსებობს სხვა მეთოდები.

მეთოდების მრავალფეროვნება

ადამიანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების სხვადასხვაგვარი მეთოდი არსებობს. გამოყენებული მეთოდი შესაძლოა იყოს იმპერატიული, არაიმპერატიული აან დისციპლინარული. ხშირად, ადამიანის ბედის შეცვლა შესაძლებელია უბრალოდ დარწმუნებით. მათი მეშვეობით ზემოქმედება ხდება ცნობიერზე.

ადამიანთან უშუალო საუბრისას ან დისტანციურად ზეგავლენის მოხდენა შეიძლება შექებით. შექება არის ზემოქმედების დადებითი ფორმა, რომლის გამოყენებაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანზე. ადამიანის ცხოვრებას გახდით სასიამოვნოს და სასიხარულოს, თუ ხაზს გაუსვამთ მის მიღწევებს კარიერაში, სწავლაში, სპორტსა თუ სხვა სფეროში.

გარშემომყოფებზე ზეგავლენის მოხდენა, მათი აზრებისა და ქცევების შეცვლა შესაძლებელია შთაგონებით. ამისათვის გამოიყენება სხვადასხვა საშუალება (მეტყველებითი და არამარტო). შთაგონებით შესაძლებელია ადამიანის ბედის შეცვლა. რამდენადაც შთაგონებული ინფორმაცია იღებს შინაგანი მოწყობილობის ფორმას, მისი დახმარებით შესაძლებელია ადამიანის სტიმულირება და მართვა მისი განზრახვების ფორმირების პროცესში. ფსიქოლოგთა მიერ გამოიყენება სხვადასხვა ფორმები, რომლებიც ცვლიან ადამიანის ქვეცნობიერს. ასეთი ზეგავლენა არის ემოციურ-ნებელობითი ტიპის - დაყოლიება ან ზეწოლა.

იძულების მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის აზროვნებისა და ცნობიერის ზემოქმედებაზე დაექვემდებარება. ასეთი ზეგავლენა გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა სხვა მეთოდები არ მოქმედებს ან მათი ზემოქმედებისთვის არ არის საკმარისი დრო. იძულება ასოცირდება კონკრეტული ქცევითი სტანდარტის გამოხატულ მოთხოვნასთან, ამიტომ შეიძლება აიძულოს მიღებული გადაწყვეტილების ან არსებული თვალსაზრისის დათანხმება. იძულების მეშვეობით ზოგჯერ შესაძლებელია კონფლიქტის თავიდან აცილებაც. მაგალითად, მოცემულ მომენტში ადამიანისთვის რაიმე სხვა მოქმედებების შესრულების იძულებით.

თუ გადავხედავთ ადამიანებზე დისციპლინარული ზეგავლენის ხერხებს, ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს საყვედური, გაფრთხილება, დასჯა. გაფრთხილებას გააჩნია რბილი ფორმა და მიუთითებს უფრო სერიოზულ შედეგებზე, რაც შესაძლოა, (აუცილებლობის შემთხვევაში) გამოყენებულ იქნას მომავალში. საყვედურს ხშირად იყენებენ სამსახურში ხელმძღვანელები.

შთაგონების ძალა

როცა ადამიანები პრობლემებს აწყდებიან და ცდილობენ, უკეთესობისკენ შეცვალონ ბედი, ისინი ხშირად მიმართავენ მკითხავებს, რომლებიც გამოიყენებენ შელოცვებს და სუბიექტს გარკვეულ მოქმედებებს აიძულებენ. მაგალითად, მავნე ჩვევისგაან გადაჩვევა.

სინამდვილეში, ხშირად ასეთი მეთოდები მართლაც ეხმარება. ჩვეულებრივ, შელოცვას წარმოთქვამენ ხმამაღლა. საჭირო არ არის, სუბიექტი ესწრებოდეს ამ პროცესს, თუმცა ხშირ შემთხვევაში, მასაც უწევს გარკვეული დავალების შესრულება (სპეციალური ნაყენის დალევა ან სხვა რამ).

სინამდვილეში, შელოცვა არის კიდეც რაღაც ახლო ლოცვასთან. ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავის დასახმარებლად თვითონვე წარმოთქვას გარკვეული სიტყვები - მოეწყოს კარგ სამსახურში, დაწინაურდეს მაღალ თანამდებობაზე, შექმნას ბედნიერი ოჯახი და ა. შ. ხმამაღლა წარმოთქმული ყველა სიტყვა ან აზრი უნდა იყოს გულწრფელი და რწმენით ნათქვამი.

პრაქტიკაში დადებითი გავლენისა და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის მისაღწევად, ყოველდღე უნდა წარმოთქვათ გარკვეული ფრაზები. ისინი დადებითად იმოქმედებენ ცნობიერზე, მიიზიდავენ წარმატებასა და კეთილდღეობას. ასეთია, მაგალითად:

დარწმუნებული ვარ, დღეს სასწაულებრივად კარგი დღე იქნება.
ყოველდღე თავს ვგრძნობ უკეთ და უკეთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრების ნებისმიერი სიტუაცია დიდებული შედეგით დასრულდება და სხვ.

გონების ასეთ “მომართვას” გააჩნია წარმოუდგენელი ძალა და სუბიექტს დადებითი აზროვნებისთვის განაწყობს.

ადამიანის ქცევაზე გავლენა, იქნება ეს შელოცვა თუ ნებისმიერი ფსიქოლოგიური ხერხი, ხორციელდება სუბიექტისგან შეუმჩნევლად. გარშემომყოფთა ქვეცნობიერზე ზეგავლენის წესების ათვისება რთული არ არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ პრაქტიკით გაამყარებთ. და რაც ყველაზე მთავარია, როცა ცდილობთ, შეცვალოთ ადამიანის ბედი უკეთესობისკენ, ისინი მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ უნდა იქნეს გამოყენებული.

ზეგავლენის 20 მარტივი გზა

1. გამოიწვიეთ ინტერესი

ნებისმიერი ადამიანი, სხვადასხვა სიტუაციაში პირად სარგებელს ეძებს. როცა თქვენ კიდევ ერთხელ ახსნით საკუთარ პოზიციას, აუცილებლად მოუყევით მსმენელს იმაზეც, რა შეიძლება იპოვოს სათავისოდ.

2. იპოვეთ კომპრომისი

შეუძლებელია ადამიანის უბრალოდ ზომბირება. თუ სურვილი გაქვთ, რომ ზეგავლენა მოახდინოთ ვინმეზე, ისწავლეთ მოლაპარაკების წარმართვა, აუცილებლობის შემთხვევაში კი - კომპრომისზე წასვლაც.

3. ურთიერთობა

უდავოა, რომ ურთიერთობა არის გავლენის მთავარი გასაღები. რაც უფრო განავითარებთ კომუნიკაბელურობას, მით უფრო მეტი ადამიანი სწორედ თქვენს აზრს დაუჭერს მხარს.

4. იყავით სულისჩამდგმელი

იმისათვის, რომ დაარწმნუნოთ ადამიანები რაიმეში, თქვენ თვითონ უნდა ასხივებდეთ ენერგიულ ენთუზიაზმს.

5. დააჰიპნოზეთ

რასაკვირველია, საჭირო არ არის თანამოსაბრის დაჰიპნოზება სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. უბრალოდ, ის უნდა მოხიბლოთ თქვენით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანთა უმეტესობა ხალისით ეთანხმება მათ, ვინც უყვარს და პატივს სცემს.

6. გადაიხადეთ

ფული - საუკეთესო მოტივატორია. შესაძლოა, ფული გახდეს სწრაფი და მარტივი მეთოდებიდან ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, მიიღოთ ის, რაც გსურთ. ერთადერთი მინუსი, რაც ამ მეთოდს გააჩნია არის ის, რომ შესაძლოა, ძვირი დაგიჯდეთ.

7. იყავით თანმიმდევრული

თუ ადამიანი უცებ იცვლის აზრს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან ვინმეს დარწმუნება შეძლოს. ბოლომდე დარჩით საკუთარი შეხედულების ერთგული.

8. გახდით ექსპერტი

დაუშვებელია უსაფუძვლო ლაპარაკი. საკუთარი აზრი ფაქტებით უნდა დაადასტუროთ. თუმცა, ამისთვის საჭიროა გარკვეული ცოდნა. ადამიანები უფრო მეტად უსმენენ იმას, ვინც კარგად არის გარკვეული იმაში, რაზეც ლაპარაკობს.

9. მოუსმინეთ

არა მხოლოდ მოუსმინეთ, მოისმინეთ კიდეც. ეს არათუ მნიშვნელოვანი ფაქტორია ეფექტური ურთიერთობისთვის, არამედ ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც გარშემომყოფებზე ზეგავლენის მოხდენის უშუალო უნარი.

10. იყავით თავდაჯერებული

თქვენგან ყოველთვის იგრძნობა თავდაჯერებულობა? მაშინ ადამიანები აუცილებლად მოგისმენენ. თუ გინდათ, რომ სხვები დაარწმუნოთ, იარონ თქვენი გზით, აუცილებელია, ჯერ თვითონ იყოთ დარწმუნებული ამ გზის სისწორეში.

11. დააფასეთ ადამიანები

თუ პატივს სცემთ სხვის აზრს, უფრო მეტი შანსი გექნებათ, თქვენც მოგისმინონ.

12. შეიქმენით რეპუტაცია

იყავით სანდო, ჭკვიანი, დეტალური და განსაკუთრებული, შეიქმენით შესაბამისი რეპუტაცია. მხოლოდ ამ შემთხვევაში უფრო მეტად გენდობიან და გაიზიარებენ თქვენს შეხედულებებს ადამიანები.

13. იყავით მომთმენი

შესაძლოა, საკუთარი აზრის სიმართლეში სხვების დარწმუნებამ, დიდი დრო მოითხოვოს. ამიტომ, უნდა აღიჭურვოთ მოთმინებით.

14. აღიარეთ საკუთარი შეცდომები

თუ რაღაც სიტუაციაში მართალი არ აღმოჩნდით, აუცილებლად აღიარეთ ეს. ადამიანები აღგიქვამენ, როგორც პატიოსან და წესიერ ადამიანს.

15. იცოდეთ, რა გსურთ

რისთვის გჭირდებათ სხვა ადამიანზე ან ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა? რა მიზანი გამოძრავებთ? რამეთუ, სხვის დასარწმუნებლად ჯერ თვითონ ნათლად უბდა გესმოდეთ, კერძოდ რა გინდათ. წინააღ,დეგ შემთხვევაში, თქვენი გამოსვლა იქნება ბუნდოვანი და გაურკვეველი.

16. პრაქტიცირება

ხელიდან არ გაუშვათ დარწმუნების საკუთარი ტექნიკის გამოყენების უმცირესი შანსიც კი. პრაქტიკა უდაოდ გვეხმარება ყველა ჩვენთაგანს პრაქტიკულად ნებისმიერი ოსტატობის სრულყოფაში.

17. მოიძიეთ

თუ გინდათ ვინმეს გადარწმუნება, ეცადეთ, მოიძიეთ ისეთი ფაქტები, რაც დაადასტურებს თქვენს აზრს.

18. იყავით პოზიტიური

ეცადეთ, ყოველთვის იყოთ მხიარული და ირგვლივმყოფებს ჩაუნერგოთ იმედი კარგისა და უკეთესობისა. ადამიანები სიხარულთ უსმენენ ოპტიმისტ და დადებით ადამიანებს.

19. მიმართეთ რეკომენდაციას

მნიშვნელოვანია ადამიანების აზრი ერთმანეთის შესახებ. სთხოვეთ ვინმე ავტორიტეტულ ადამიანს, ერთი-ორი სიტყვა თქვას თქვენზე და მალევე შენიშნავთ, რომ ნდობა თქვენი პერსონის მიმართ შესამჩნევად გაიზარდა.

20. თხოვნა

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ იმისათვის, რომ ადამიანს გააკეთებინოთ რაიმე თქვენთვის, საკმარისია მხოლოდ თხოვნა. ამსათანავე, აუცილებელია, ეს გააკეთოთ შესაბამისი თავაზიანობით.

კომენტარები

Image
შემოგვიერთდით