577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

8 ნაბიჯი წარმატებისკენ

image
ყველა ჩვენთაგანი მუდმივად ისახავს გარკვეულ მიზნებს, ცდილობს უბრალო თუ გლობალური პრობლემების გადაწყვეტას.
მაგრამ ყველა და ყოველთვის ვერ ახერხებს სასურველი შედეგის მიღწევას!

წარმატებული ადამიანები, ვინც უკვე მიაღწია გარკვეულ სიმაღლეს, სახელი გაითქვა განსაკუთრებული უნარითა თუ ნიჭით, გარშემომყოფებში იწვევენ აღფრთოვანებას და შურსაც კი.

სინამდვილეში, გარკვეულ დონეზე ასეთი შედეგის მიღწევა ნებისმიერისთვის არის შესაძლებელი.

მხოლოდ 8 ნაბიჯი გაშორებთ ნალოდინევ მიზანს!

ნაბიჯი პირველი. მიზნის განსაზღვრა

მნიშვნელოვანია, მიზნის სწორად განსაზღვრა.
არცთუ იშვიათად, უარყოფითი შედეგების მიზეზი არის არარეალური მიზანი ან საკუთარ მისწრაფებებთან შეუსაბამო ამოცანა.

წარმოიდგინეთ საბოლოო შედეგი დეტალებში და დარწმუნდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ის, გაქვთ თუ არა მის მისაღწევად წინაპირობები.
და თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, არ ღირს მოცემულ ვარიანტზე დროისა და ძალის ფუჭად ხარჯვა.

მიზანი სრულად უნდა შეესაბამებოდეს თქვენს წარმოდგენას წარმატებაზე.

ნაბიჯი მეორე. სტრატეგია
ნებისმიერი მიზანი მოითხოვს მნიშვნელოვან, სერიოზულ ცვლილებებს, რაც აუცილებელია, დაწყებულ იქნას მიზნის მიღწევამდე.

საჭიროა, საკუთარი შესაძლებლობებისა და არსებული მდგომარეობის გაანალიზება, დაგეგმვა ნაბიჯებისა, რამაც დასახულ შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს.

ნაბიჯი მესამე. ტაქტიკა

მიზნის მისაღწევად აუცილებელია მუდმივი სწრაფვა წინ. აუცილებელია, თუნდაც მოკლე ნაბიჯის გადადგმა ყოველდღე, სამუშაო დღის ნათლად და დეტალურად დაგეგმვა. ეს დაგეხმარებათ წინსვლაში, ყოველდღე დაგანახებთ დადებით შედეგებს, რაც მოგცემთ სტიმულს და გაგიმძაფრებთ გზის გაგრძელების სურვილს.

ნაბიჯი მეოთხე. დღის რეჟიმი

ტაქტიკური ამოცანების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია დროის პროდუქტიულად გამოყენება. ამისათვის კი საჭიროა, სწორად შედგენილი დღის რეჟიმი და მისი დაცვა.

ნაბიჯი მეხუთე. ხელისშემშლელი ჩვევებისგან თავის დაღწევა

მიზნის მიღწევაში შესაძლოა, ხელი შეგიშალოთ მავნე ჩვევებმა, რაც საშუალებას არ გაძლევთ, შეასრულოთ დაგეგმილი საქმეები, გირღვევენ ფსიქოლოგიურ წონასწორობას. თუ გაქვთ ასეთი ჩვევა, აუცილებელია, მოიცილოთ ისინი. ეს შეიძლება იყოს სიზარმაცე, არაპუნქტუალურობა, უწესრიგობა, ნაჩქარეობა ან პირიქით, შენელებული ტემპი, საქმის გადადება და სხვ.

ნაბიჯი მეექვესე. დადებითი განწყობა

დასახული მიზნისკენ გზაზე აუცილებლად წააწყდებით დაბრკოლებებს, ეჭვებს, გამორიცხული არ არის ნაცნობებმა და ახლობლებმა ვერ გაგიგონ, ან ნეგატიურად მოეკიდონ თქვენს წამოწყებას.
არ გაიკაროთ უარყოფითი აზრები და ეჭვები, არ მისცეთ მათ თქვენს გონებაში ფეხის მოკიდების საშუალება.

შეაქეთ საკუთარი თავი წარმატებისთვის, რეალისტურად მოეკიდეთ ჩავარდნებს.

დაბრკოლებებს შეხედეთ, როგორც გაკვეთილს, ან როგორც ტაქტიკის კორექტირების საბაბს, მაგრამ არა როგორც მიზეზს - უარი თქვათ მიზანზე.

განწყობის ასამაღლებლად წაიკითხეთ შესაბამისი ლიტერატურა, უყურეთ სამოტივაციო ფილმებს, რომლებიც გასწავლით დადებით აზროვნებას.

ნაბიჯი მეშვიდე. მუდმივი თვითგანვითარება

როგორიც არ უნდა იყოს დასახული მიზანი, აუცილებლად ითხოვს პიროვნულ ცვლილებებსაც.

წაარმატებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ცოდნისა და უნარების შესაბამისი დონე, ჰქონდეს რწმენა, ფლობდეს განსაზღვრულ დაჯერებულობას. ამიტომ აუცილებელია, მუდმივი სწრაფვა სრულყოფისკენ, არსებული უნარების განვითარება, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ნაბიჯი მერვე. საურთიერთო წრის კორექტირება

წარმატებულ, დადებით, ენერგიულ ადამიანებთან ურთიერთობა შეგმატებთ საკუთარი მოქმედებების მართებულობის რწმენას.

წუწუნა, სკეპტიკოსი, წარუმატებელი ადამიანები, ვინც თავს მსხვერპლად მიინევს - თესავენ ეჭვებს, ხელს უშლიან წინსვლას.
შესაფერისი საურთიერთო წრე აუცილებლად დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

კომენტარები

Image
შემოგვიერთდით