577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებისკენ!

image
ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებისკენ!

შედეგის მისაღწევად უნდა გახსოვდეთ - უბრალო ეტაპობრივი ქმედებები ყოველდღე, ნელ-ნელა ცხოვრების უდიდეს შედეგამდე მიგიყვანთ.

ამგვარად თქვენ შეძლებთ, აითვისოთ ნებისმიერი უნარი, მიაღწიოთ ნებისმიერ მიზანს, შეასრულოთ ყველა დასახული ამოცანა.

კარგად დაიმახსოვრეთ ეს ფრაზა: “უბრალო ეტაპობრივი ქმედებები ყოველდღე, ნელ-ნელა ცხოვრების უდიდეს შედეგამდე მიგიყვანთ.”

მიზანს შეიძლება მიუდგეთ სხვადასხვანაირად. მას შეიძლება მიიჩნევდეთ დიდად ან პატარად, მნიშვნელოვნად ან უმნიშვნელოდ, რთულად ან ადვილად მისაღწევად.

დიდ მიზანს ხშირად ახლავს დიდი ეჭვებიც მის განხორციელებასთან დაკავშირებით, დიდი შიში… ბევრსაც კიდევ პატარა მიზნების მიღწევა უინტერესოდ მიაჩნია, რამეთუ მცირეა შედეგი. ადვილადმიღწევად მიზნებს არ აფასებენ, ან უბრალოდ არ აღწევენ იმის გამო, რომ ბევრი სწორად ვერ აფასებს საქმის სიადვილეს, ან უბრალოდ, მუხრუჭზე უშვებს მას და ამით დასაწყისშივე ჩააფლავებს. რთულადმისაღწევი მიზნები ადამიანის გონებაში დიდ წინააღმდეგობებს წარმოშობენ, რომელთაც თვითონვე წარმოსახავენ. შედეგად მიზანი ან ვერ მიიღწევა, ან მის მისაღწევად ძალიან დიდი რესურსის გამოყენება ხდება საჭირო.

ყველაფერი კონკრეტულად თქვენს მიდგომაზეა დამოკიდებული. მიდგომა განსაზღვრავს ყველაფერს. როცა ადამიანებს ხელს არ აძლევს შედეგი, ისინი, ჩვეულებრივ, ცვლიან ქმედებას. სინამდვილეში კი აუცილებელია აზროვნების შეცვლა. აზროვნება მოქმედებაზე მაღლა დგას!

სქემა ასეთია:

1. აზროვნება
2. მოქმედება
3. შედეგი

უპირველესად, უნდა შეიცვალოთ აზროვნება. მაშინ მოქმედებაც თავისთავად შეიცვლება. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ ავტომატურად მიიღებთ ახალ შედეგებს. სისულელეა, ეცადო პრობლემის გადაჭრას იგივე აზროვნებით, რისი გამოისობითაც ის შეიქმნა.

უფრო იოლია, თუ ნებისმიერ მიზანს მიუდგებით, როგორც, უბრალოდ, აუცილებლად გასაკეთებელ საქმეს. ირჩევთ რა მიზანთან როგორც საქმესთან, ნეიტრალურ დამოკიდებულებას, იწყებთ მის მიღწევას ისე, რომ არ ფიქრობთ შედეგის სიდიდეზე ან სიმცირეზე.

იმისათვის, რომ ავითვისოთ ნებისმიერი უნარი, შევისწავლოთ ნებისმიერი საქმე აუცილებელია, ვიმოქმედოთ ეტაპობრივად. დაალაგებთ რა პრიორიტეტებს სწორად, გამომდინარე თქვენი მიმდინარე ცხოვრებისეული მოთხოვნებიდან, თქვენ თვითონ ირჩევთ იმ უნარს ან მიზანს, რასაც უნდა მიაღწიოთ.

რა იგულისხმება უნარში?

ავიღოთ უცხო ენის შესწავლა. რამდენ თქვენგანს სურს ახალი ენის შესწავლა, თუმცა გადაგიდიათ ეს იდეა შორეულ უჯრაში, რომელსაც ქვია “მერე”?!

რამდენი ხანია ფიქრობთ, რეგულარულად ივარჯიშოთ, მაგრამ გადაგაქვთ ეს იდეა მომდევნო ორშაბათისთვის?!

ზემოთ აღწერილი უნარები იმავდროულად შესაძლოა, იყოს მიზანი:
- აითვისო სალაპარაკო უცხო ენა.
- ივარჯიშო რეგულარულად მთელი წლის განმავლობაში.

მნიშვნელოვანი არაა, ეს უნარია თუ მიზანი. ეს ყველას ინდივიდუალური მიდგომის საკითხია. მაგრამ ყველასთვის ეს არის საქმე, რომელიც გასაკეთებელია. და ყველა თქვენგანს აქვს საკუთარი მიზეზი, მიიღოს შედეგი ამა თუ იმ საქმეში.

უბრალო ეტაპობრივი მოქმედების მოდელი - ცოტ-ცოტა ყოველდღე - ყველასთვის მორგებულია. უბრალოდ, საჭიროა დაიწყოთ და მანამ გააგრძელოთ საქმე, სანამ საჭირო შედეგს არ მიაღწევთ.

არსებობს ბევრი მეთოდი, როგორ ვიმოქმედოთ ეტაპობრივად. ამის შესახებ კარგად აღწერს ჯოშ კაუფმანი თავის მეთოდში “ნებისმიერი უნარი 20 საათში”. იმისათვის, რომ ისწავლოთ ნებისმიერი ახალი საქმე, აითვისოთ საბაზისო უნარები, საჭიროა მხოლოდ 20 საათი. ამისათვის კი საჭიროა, ყოველდღიურად 45 წუთი მიზანმიმართულად დაკავდეთ რაიმე უნარზე კონკრეტული მუშაობით, ისე, რომ არ გადაერთოთ და მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ დრო.

ეს გაჩვენებთ, როგორ განავითაროთ ნებისმიერი უნარი “20 საათის” მეთოდის გამოყენებით. ნებისმიერ საქმეში საკუთარი თავის რეალიზება ხომ უნარებსა და ამა თუ იმ სფეროში ჩვენს შესაძლებლობებზე, ასევე, ეტაპობრივ მოქმედებაზე არის დამოკიდებული. რაიმე უნარის შესწავლაზე ყოველდღიურად 45 წუთის ინვესტირებით, თქვენ შეგიძლიათ, ნახევარ წელიწადში გახდეთ ძალიან კომპეტენტური ამ სფეროში.

აირჩიეთ თქვენთვის ნებისმიერი უნარი და დაუთმეთ მას მინიმუმ 20 საათი!

კომენტარები

Image
შემოგვიერთდით