577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

რაც შიგნითაა, გარეთაც ის არის

image
– რაშია არსი? – იკითხა შეგირდმა.

– სამყაროს უმაღლეს სამართლიანობაში - უპასუხა მასწავლებელმა.

– განა ის სამართლიანია? ამდენი ადამიანი გასაჭირშია... ისინი ღარიბები არიან, ავადმყოფობენ... ზოგიერთი კი ყველაფერს იღებს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე...

– უბრალოდ, ყველა იმას იღებს ცხოვრებისგან, რაც სურს – გაეღიმა ბრძენს – ცხოვრება, ბედი – ძალიან მოქნილი სუბსტანციაა და ყველას გვაძლევს იმას, რაც გვსურს სინამდვილეში.

– რას ამბობთ, მასწავლებელო? – წამოხტა შეგირდი – თქვენ ამტკიცებთ, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც უბედურია - თვითონს სურს უსიამოვნებები?

– დაჯექი. შენ ჯერ კიდევ სულელი ხარ. ამ სამყაროს სხვა გამოსავალი არ აქვს... რაც შიგნითაა, გარეთაც ის არის... – ბრძენი დადუმდა - სამყაროს არ აქვს სხვა არჩევანი... სამყარო მოწყალეა ყველასთვის - ის აკმაყოფილებს ყველას მოთხოვნას, ის ხდება ადამიანისთვის ისეთი, როგორიც მას სურს, რომ დაინახოს.

– და რატომ ესწრაფვიან ადამიანები უბედურებას? – იკითხა შეგირდმა.

– ასეთია ჩვენი კულტურა. ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანი, რომელმაც უამრავი დაბრკოლება გადალახა, რაღაცის ღირისია. ადამიანები ფიქრობენ, რომ თუ მათ ბევრი უსიამოვნება დაატყდათ თავს, მათ პატივისცემით შეხედავენ.

– მასწავლებელო, მეც ვფიქრობ, რომ ვინც გამოიარა ცეცხლი და წყალი, პატივისცემის ღირსია, იმიტომ, რომ კარგად ვიცი, რა არის შიმშილი და სიძნელეები.

– და რა? ვალდებული ვართ, პატივი გცეთ ამისთვის?..

– არა, მაგრამ თუნდაც უმცირესი პატივისცემა უნდა გამოავლინოთ, რამეთუ მე თქვენზე მეტი გადავიტანე.

– ხედავ? შენ ითხოვ პატივისცემას იმისთვის, რომ მძიმე ცხოვრება გქონდა. უფრო სწორად, არ ითხოვ... უბრალოდ, შენ იცი, რომ ასე უნდა იყოს. სწორედ პატივისცემისა და მნიშვნელოვნების სურვილი აიძულებს ადამიანებს გაუცნობიერებლად, ქვეცნოებიერის დონეზე ისურვონ უბედურება, იმისათვის, რომ შემდეგ პატივისცემა მიიღონ. და მაშინ, რაღა გზა აქვს სამყაროს?! ის უბრალოდ ასრულებს სურვილებს... რაც შიგნითაა, გარეთაც ის არის.

კომენტარები

Image
შემოგვიერთდით