577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

ორი ნიჩაბი

image
ერთხელ ერთმა მოგზაურმა მენავეს მეორე ნაპირზე გადაყვანა სთხოვა.

ნავში მოთავსებულმა შენიშნა, რომ ნიჩბებს ქონდა წარწერა: ერთს - "იფიქრე", მეორეს - "აკეთე".

— რა საინტერესეო ნიჩბები გაქვს, — უთხრა მოგზაურმა მენავეს. – ეს რისთვის?

— უყურე, — უთხრა მენავემ ღიმილით და დაიწყო მხოლოდ ერთი ნიჩბით მოსმა, რომელსაც ეწერა "იფიქრე".

ნავმა ერთ ადგილას ტრიალი დაიწყო.

— ზოგჯერ ხდებოდა, რომ რაღაცაზე ვფიქრობდი, ვმსჯელობდი, გეგმებს ვაწყობდი... მაგრამ ამას არაფერი სარგებელი არ მოუტანია. მე მხოლოდ ვტრიალებდი ერთ ადგილას, როგორც ეს ნავი.

მენავემ შეწყვიტა ნიჩბის მოსმა და ახლა მიუბრუნდა მეორე ნიჩაბს, რომელსაც ეწერა "აკეთე". ნავმა ისევ დაიწყო ერთ ადგილას ტრიალი, ოღონდ ახლა საპირისპირო მიმართულებით.

— ისეც ხდებოდა, რომ მეორე უკიდურესობაში ვვარდებოდი. გაუაზრებლად, გეგმის და ფიქრის გარეშე ვაკეთებდი რაიმეს. ბევრ ძალას დროს ვხარჯავდი. მაგრამ შედეგად ისევ ერთ ადგილს ვტკეპნიდი.

— და, აი, ბოლოს გავაკეთე წარწერა ნიჩბებზე, — გააგრძელა მენავემ, — რომ სულ მახსოვდეს, რომ მარცხენა ნიჩბის ყოველ მოსმას უნდა მოჰყვეს მარჯვენა ნიჩბის მოსმა. მხოლოდ ასე შეიძლება მოხვდე იქ, სადაც გსურს.

კომენტარები

Image
შემოგვიერთდით