577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

ერთადერთი ცდა

image
ერთადერთი ცდა

ოსტატი ძენი თავის შეგირდს მშვილდის სროლას ასწავლიდა. შეგირდმა აიღო მშვილდი და ორი ისარი და სროლისთვის მოემზადა. მაგრამ ოსტატი მივიდა, ერთი ისარი გამოართვა და გვერდით მოისროლა.

— რატომ წამართვი მეორე ისარი? — ჰკითხა შეგირდმა.

— მე შენ მეორე კი არა, პირველი ისარი წაგართვი, რამეთუ ის მაინც აცდებოდა მიზანს.

— კი მაგრამ, რატომ? — ჰკითხა გაკვირვებით შეგირდმა.

— იმიტომ, რომ სროლისას გეცოდინებოდა, რომ მარაგში კიდევ ერთი ცდა გაქვს.

კომენტარები

Image
შემოგვიერთდით