მოტივაცია » ინტელექტბანკი
577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

მოტივაცია

image
პატარა, კოხტა სახლის მზით გამთბარ აივანზე სარწეველა სავარძელში მოხუცი ქალი ქანაობდა, იქვე, ისეთივე სარწეველაში მოხუცი კაცი გაზეთს კითხულობდა. მათ შორის კი, აივნის ფრთაზე იწვა ძაღლი და საწყალობლად წკუმუტუნებდა. ამ დროს სახლის წინ ვიღაც კაცმა ჩაიარა და დაინტერესდა, რატომ წკუმუტუნებდა ძაღლი.

- უკაცრავად, ქალბატონო, – მიმართა მან მოხუც ქალს, - რა სჭირს თქვენს ძაღლს?

- ძაღლს? – დაუბრუნა ქალმა კითხვა. – ის ლურსმანზე წევს.

მისი პასუხით დაბნეულმა მამაკაცმა ისევ იკითხა:

- თუ ლურსმანზე წევს და იტანჯება, რატომ უბრალოდ არ ადგება?

მოხუც ქალბატონს გაეღიმა და უპასუხა:

- ესე იგი, მას სტკივა იმდენად, რომ იწკმუტუნოს, მაგრამ არა იმდენად, რომ ამის გამო ადგილიდან დაიძრას.

კომენტარები

Image
შემოგვიერთდით