577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM
Image
შეუზღუდაობის საოცარი ძალა!

უდიდესი მათემატიკოსი ჯორჯ დანციგი ყოველთვის დიდი სერიოზულობით ეკიდებოდა სწავლას და მეცადინეობისასაც არაეთხელ დასთენებია თავს. ერთ-ერთი ასეთი ღამის შემდეგ ის 20 წუთი დაგვიანებით მივიდა პროფესორ ნეიმანის ლექციაზე. სტუდენტმა დაფიდან სწრაფად გადაიწერა ორი ამოცანა, ჩათვალა რა, რომ ეს საშინაო დავალებაა.
Image
სტენლი მილგრემი - მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოციალური ფსიქოლოგი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუღძვნა კვლევას - ადამიანის თვისება, დაემორჩილოს ავტორიტეტს. უკვე ნახევარი სააუკუნეა, მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნებიდან ცდილობენ, დამტკიცონ მილგრემის ექსპერიმენტის შედეგების მცდარობა. რატომ არის მათი სურვილი ასე ძლიერი? იმიტომ, რომ შედეგები სულაც არ არის ნუგეშისმომცემი კაცობრიობისთვის.

რა სურდა მილგრემს? მას უნდოდა გაეგო, რატომ გახდა შესაძლებელი ნაცისტური ბანაკების არსებობა სისატიკის იმ ზომით, რაც გერმანელმა ჯარისკაცებმა გამოავლინეს.

მილგრემმა მოიფიქრა ექსპერიმენტი. მონაწილეობისთვის მოიწვია მოხალისეები და მსახიობები. მსახიობები უნდა ყოფილიყვნენ მოსწავლეები, მოხალისეები კი - მასწავლებლები. მოხალისეებს ეს ექსპერიმენტი გააცნეს, როგორც “კვლევა ტკივილის გავლენისა მეხსიერებაზე”.
Image
როგორ მოვახდინოთ გავლენა ადამიანზე, როგორ ვაიძულოთ, შეიცვალოს ქცევები, გრძნობები, აზრები? ასეთი მანიპულაციები შეიძლება მოხდეს ქვეცნობიერის დონეზე. ამისათვის საჭიროა გარკვეული ფსიქოლოგიური ხერხები, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუკი რამდენიმე ნიუანსს აითვისებს.

საიდუმლო იარაღი

ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა არა მარტო ფსიქოლოგებს, ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეუძლიათ, თანაც ყოველგვარი მაგიის გარეშე. ურთიერთობისას მნიშვნელოვანია ხმის ინტონაცია. სწორედ ინტონაციას შეუძლია სასწაულების მოხდენა. უძველესი დროიდან ჯადოსნები (გრძნეულები) შელოცვის წარმოთქმისას ცვლიდნენ მეტყველების სისწრაფეს და ყურადღების აქცენტირებას ახდენდნენ გარკვეულ სიტყვებზე, რაც მაგიისა და ჯადოქრული რიტუალების მისტიკურობის ილუზიას ქმნიდა. ფსიქოლოგიის მცირე ცოდნაც კი საშუალებას იძლევა, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ადამიანებზე ზემოქმედებისა. ხშირად მაგია ეფუძნება სუბიექტის ქვეცნობიერში ფარული ბრძანებების ჩადებას. ამის გამო იქმნება ილუზია, რომ ადამიანმა დამოუკიდებლად შეცვალა საკუთარი ცხოვრება, ბედ-იღბალი, ან ყველაფერი რაღაც “სხვა ძალის” გავლენით მოხდა.

ადამიანზე ზეგავლენის მოსახდენად საჭირო არ არის ზეუნარების ქონა. საკმარისია მხოლოდ ცოტა თეორიის ცოდნა და მისი მოხერხებულად გამოყენება პრაქტიკაში. მანიპულირებისთვის ურთიერთობაში საგანგებოდ იყენებენ გარკვეულ ფრაზებს. ისინი შეიძლება განვასხვაოთ ჟესტებითა და ინტონაციით. სუბიექტი ვერც კი შენიშნავს, რომ თანამოსაუბრე რაიმე ფანდს იყენებს, რომ მის ქვეცნობიერში უკვე ჩამოყალიბდა გარკვეული ფრაზა.
Image
ყველა ჩვენთაგანი მუდმივად ისახავს გარკვეულ მიზნებს, ცდილობს უბრალო თუ გლობალური პრობლემების გადაწყვეტას.
მაგრამ ყველა და ყოველთვის ვერ ახერხებს სასურველი შედეგის მიღწევას!
Image
წიგნი, რომელიც ცხოვრებას ცვლის

სამყაროს უმაღლეს მეომარს, რომელთან შედარებითაც სოკრატე - მხოლოდ მოკრძალებული ანარეკლია.
მას, ვისაც არ აქვს სახელი და ამავდროულად უამრავი სახელი აქვს, და ვინც ჩვენთვის წყაროს სათავეს წარმოადგენს.
Image
ერთ სოფელს აწუხებდა წყლის პრობლემა. სოფლის უხუცესებმა გადაწყვიტეს მოლაპარაკებოდნენ ვინმეს წყლით მომარაგებაზე. ამ საქმის შესრულებას დასთანხმდა ორი მოხალისე ამავე სოფლიდან – ედი და ბილი. უხუცესებმა ორივესთან გააფორმეს კონტრაქტი, რადგან ფიქრობდნენ, რომ მოხალისეებს შორის გაიმართებოდა კონკურენცია, რაც გააიაფებდა წყლის ფასს.

Image
თუ ჩაუღრმავდებით საუკუნეების წიაღს, უდიდესი საიდუმლოს ფრაგმენტების პოვნა შესაძლებელია მთელი მსოფლიოს ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში, ლიტერატურაში, რელიგიურ და ფილოსოფიურ მიმდინარეობებში. პირველად მოხერხდა საიდუმლოს ერთ მთლიანობაში მოყვანა შესანიშნავ აღმოჩენაში, რომელიც შეცვლის თქვენ ცხოვრებას ყველა ასპქტში - ფულთან, ურთიერთობებთან მიმართებაში და, საერთოდ, გარე სამყაროსთან ნებისმიერი ურთიერთქმედებისას. თქვენ აღმოაჩენთ თქვენს შიგნით არსებულ ფარულ და ხელშეუხებელ ძალას და ეს აღმოჩენა მოგიტანთ სიხარულს, ბედნიერებას და კეთილდღეობას ყველაფერში.

"საიდუმლო" მყარად დაფუძნდა მაღალრეიტინგული წიგნების სათვეში ოკეანის ორივე მხარეს.

რონდა ბერნის "საიდუმლო" თქვენი შანსია, შეცვალოთ ბედი. ნუ გაუშვებთ მას!
Image
შედეგის მისაღწევად უნდა გახსოვდეთ - უბრალო ეტაპობრივი ქმედებები ყოველდღე, ნელ-ნელა ცხოვრების უდიდეს შედეგამდე მიგიყვანთ.

ამგვარად თქვენ შეძლებთ, აითვისოთ ნებისმიერი უნარი, მიაღწიოთ ნებისმიერ მიზანს, შეასრულოთ ყველა დასახული ამოცანა.

კარგად დაიმახსოვრეთ ეს ფრაზა: “უბრალო ეტაპობრივი ქმედებები ყოველდღე, ნელ-ნელა ცხოვრების უდიდეს შედეგამდე მიგიყვანთ.”

მიზანს შეიძლება მიუდგეთ სხვადასხვანაირად. მას შეიძლება მიიჩნევდეთ დიდად ან პატარად, მნიშვნელოვნად ან უმნიშვნელოდ, რთულად ან ადვილად მისაღწევად.
Image
– რაშია არსი? – იკითხა შეგირდმა.

– სამყაროს უმაღლეს სამართლიანობაში - უპასუხა მასწავლებელმა.

– განა ის სამართლიანია? ამდენი ადამიანი გასაჭირშია... ისინი ღარიბები არიან, ავადმყოფობენ... ზოგიერთი კი ყველაფერს იღებს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე...
Image
ოსტატი ძენი თავის შეგირდს მშვილდის სროლას ასწავლიდა. შეგირდმა აიღო მშვილდი და ორი ისარი და სროლისთვის მოემზადა. მაგრამ ოსტატი მივიდა, ერთი ისარი გამოართვა და გვერდით მოისროლა.
Image
შემოგვიერთდით