577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

ჩვენ შესახებ

საზოგადოების მიზანი:
სტიპენდია სტუდენტებისთვის;
სასწავლო ინვენტარის შეძენა სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის;
სასწავლო პროგრამების დაფინანსება;
დასაქმების პროგრამების ხელშეწყობა;
გაცვლითი სასწავლო პროგრამები საზღვარგარეთ;
ახალგაზრდა ხელოვანთა და მწერალთა ხელშეწყობა;
დასაქმებულთა უფლებების დაცვა;
ბიზნეს-იდეების დაფინანსება;

Intellect Bank
ეს არის კორპორაცია, რომელიც საშუალებას აძლევს წევრებს, მხოლოდ ენთუზიაზმის, მოტივაციისა და თვითორგანიზებულობის საფუძველზე მიიღონ დაფინანსება მათთვის სასურველი ბიზნეს-იდეისთვის, ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული პირობებითა და ოდენობით.

საკმარისია, გაგაჩნდეთ ინოვაციური და გამართლებული ბიზნეს-იდეა. თქვენ არ გელოდებათ დაუსრულებელი საბანკო ბიუროკრატია, არ გექნებათ საპროცენტო განაკვეთების დარდი. ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულ მხარდაჭერას, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური რესურსით.

თქვენს მიერ კორპორაციაში მონაწილეობა ავტომატურად ნიშნავს, რომ თქვენ მონაწილეობას იღებთ:

• ფონდის სახელობის სტიპენდიების გაცემაში,
• სასწავლო პროგრამების დაფინანსებაში,
• ინოვაციური და საინტერესო პროექტების დაფინანსების ხელშეწყობაში,
• დასაქმების პროგრამის ხელშეწყობაში,
• დასაქმებულთა უფლებების დაცვაში,
• ტექნოლოგიური ცნობიერების გაზრდაში,
• პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაში,
• დამწყებ ხელოვანთა ხელშეწყობაში,
• ქართული ლიტერატურის საზღვრებს გარეთ გატანაში.

თქვენ ავტომატურად იძენთ უფლებას, მიიღოთ უცხოეთში სწავლის ან სტაჟირების დაფინანსება.

თქვენ გეძლევათ საშუალება, დაესწროთ მსოფლიო დონის სემინარებს, გაიაროთ სხვადასხვა პროფესიული კურსები და დაეუფლოთ პროფესიას
Image
შემოგვიერთდით